LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე: ბოლო საჩუქარი ხელისუფლებას, კომბლები სხვენში! [ვიდეო]

192
levan vasadze

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.

ლევან ვასაძემ ამის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობასთან ერთად მუქარაც ისმის.

პირველ რიგში, ის ამბობს, რომ ხელისუფლებას, სიტყვის შესრულების სანაცვლოდ საჩუქარს უკეთებს და მისი თანამოაზრეები კომბლებს სხვენში შეაწყობენ. 

იგეგმება ჩემი განადგურება და ამის ივანიშვილისთვის დაბრალება - ლევან ვასაძე

ღმერთმა დაგვიფაროს, მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია

„ძვირფასო ხელისუფლებავ, ეს არის თქვენი არჩევანი ქართველ ხალხსა და ამ ერთ მუჭა გარყვნილების პროპაგანდისტებს შორის, მაგრამ მე მინდა, მადლობა გითხრათ მაინც ხელისუფლებას, რომ ე.წ. პრაიდის გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თქვენი თქვენი სიტყვა  შეასრულეთ და არ ჩაატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება. იმედია, ასე იქნება დანარჩენ დღეებშიც.

იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ თქვენი მიმართულებით, მინდა გაგიკეთოთ ერთი საჩუქარი და პრინციპში ბოლო საჩუქარი: მე მინდა რომ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში.

ეს კომბლები არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისთვის, ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა წიხლებით ცემას.

მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან ჩვენს სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ხელისუფლება, რომელიც გაგვიბედავს პრაიდი ჩაგვიტაროს.

ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით და თეთრი ცხვირსახოცებით,“ – განაცხადა ვასაძემ.

თუმცა, მისივე განცხადებით, თუ პოლიცია პრაიდის ჩატარებას შეუწყობს ხელს, არეულობა დაიწყება, რომლისგანაც პასუხისმგებლობას იხსნის. 

ვაუქმებთ პატრულირებას - ლევან ვასაძე ვერის ბაღში შეკრებილ "ნამდვილ კაცებს"

ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილებისმიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა

„მაგრამ თუ თქვენ შეცვლით გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, იმიტომ რომ ვერც მე და ვერც ვერავინ გააკონტროლებს რაც ამ ქალაქში მოხდება. მე ვიხსნი სრულ პასუხისმგებლობას. ამიტომ ეს არის თქვენი ბოლო შანსი,“ – ამბობს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში.

ამ ყველაფერთან ერთად, ვასაძე იმ ადამიანების დაკავებას ითხოვს, რომლებიც მისი თქმით ექსტრემისტები არიან და ქვეყნის არევას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები