LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძეს აშშ-ში მაღალი დონის ლიდერებთან, მათ შორის, დონალდ ტრამპთან შეხვედრაში დავეხმარებით: „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტი

89
ბრაუნი და ვასაძე

„ჩემი მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში საზოგადოებრივ მოძრაობა „ერის“ შესახებ ინფორმაცია გავავრცელო – რომ არის იმედი, საქართველოში ნამდვილი, კონსერვატიული დროშა აღიმართოს,“ – ამის შესახებ „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტმა, ბრაიან ბრაუნმა მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრაუნმა აღნიშნა, ის, როგორც მრჩეველი, მოძრაობას განვითარებაში დაეხმარება. ბრაუნის თქმით, მას წლების მანძილზე სურდა, რომ ლევან ვასაძეს ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციას დაეფუძნებინა.

„ის და  მისი ოჯახი ძალიან ახლობლად მიმაჩნია. მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად შევხვდით, მიმაჩნდა, რომ ლევანი არის ლიდერი, რომელსაც მხარს დავუჭერდი. მზად ვარ, დავეხმარო საზოგადოებრივ მოძრაობას „ერი.“ ყველაფერი აშშ-ში გავაკეთო, რაც შემიძლია.

ჩვენ გვყავს მთელ მსოფლიოში ჯგუფები, რომლებიც არიან მსოფლიო საოჯახო კონგრესის, როგორც დიდი პლატფორმის პარტნიორები. იმედი მაქვს, მოძრაობა „ერის“ წარმომადგენლები მალე  ამერიკას საქმიანი ვიზიტით ესტუმრებიან და საშუალება ექნებათ, თავისი საქმიანობა ამერიკული სატელევიზიო არხების მეშვეობით ვრცლად გააშუქონ,“– განაცხადა ბრაიან ბრაუნმა.

მისივე თქმით, განიხილება, რომ მსოფლიოს კონსერვატორი ლიდერების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდეს. როგორც ბრაუნმა თქვა, ის, როგორც მრჩეველი,  ყველაფერს გააკეთებს.

„ვიცნობ ბევრ პოლიტიკურ ლიდერს აშშ-ში. ძალიან ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ლევანს ამერიკაში ჩამოვიყვანთ  და ისეთ ლიდერებს შევახვედრებთ, როგორიც არის სტივენ ბენონი, კონგრესის წევრებს, პოტენციურად პრეზიდენტ ტრამპს.

მივიჩნევ, რომ ინფორმაციის კომუნიკაცია იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში და მხარდაჭერის მოზიდვა მთელი მსოფლიოდან, არის ის, რასაც მე ვეცდები, გავაკეთო.

დარწმუნებული ვარ, თუ ლევანს მივცემთ მიკროფონს, გულიდან დაელაპარაკება ამერიკელებს და სხვა დასავლელებს, ძალიან ბევრი დახმარება წამოვა მისთვის და მოძრაობა „ერისთვის,“ – განაცხადა ბრაიან ბრაუნმა.

ამასთან, ბრაიან ბრაუნმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოში დაგეგმილ ე.წ. პრაიდთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას საღმრთო განგებულები, ფუნდამენტურ სიყვარულს ოჯახური ღირებულებებისა და სურვილს თითოეული ერის, რომ თავად მართოს საკუთარი თავი. ვარ ლევანის მეგობარი, მოლოდინით შევყურებ თავგადასავალს, რომელშიც ის გაეხვია. გავაკეთებ ყველაფერს, რათა დახმარება აღმოვუჩინო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერს.“

მე მგონია, რომ „პრაიდი“ ძალიან არასწორი რამ არის. კულტურებს აქვთ მორალი, ტრადიცია და ძალიან არასწორია, დაარტყათ ოჯახურ ღირებულებებს, საჯაროდ შეუტიოთ მორალს.

რატომ ირჩევენ ისინი სამიზნედ საქართველოს? რატომ არის, რომ ყოველწლიურად ცდილობენ, ჩაგიტარონ ეს ღონისძიება? ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დაანგრიონ ქართული ფასეულობები. უნდა იყოს პატივისცემა რელიგიის, ოჯახის, მორალურობის და ეს ე.წ. პრაიდის აღლუმი არც ერთს ამას არ აკეთებს, ის ურტყამს ყველაფერ ამას,“ – განაცხადა ბრაუნმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები