LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი ჯეიმსმა პამელა ანდერსონის ქორწილის სცენა ერთი ერთში გაიმეორა – ფოტოები ახალი სერიალის გადაღებებიდან  

251
pamelanews

ამ დრომდე გრძელდება ახალ მინისერიალზე მუშაობა, რომელიც 90-იანი წლების ყველაზე სკანდალური წყვილის, ტომი ლისა და პამელა ანდერსონის რომანის შესახებ გვიყვება. ფილმის შემქმნელები ცდილობენ, ქრონოლოგიური სიზუსტით გადმოსცენ ამ სკანდალური რომანის დეტალები – დაწყებული პირველი შეხვედრიდან, დასრულებული განქორწინებამდე. სერიალში „პალმი და ტომი“ მთავარ როლებს ლილი ჯეიმსი და სებასტიან სთენი ასრულებენ.

ამ ეტაპზე გამოცემა „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა ფოტოები გადასაღები მოედნიდან, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის პამელასა და ტომის ქორწილის სცენას იღებენ. ფოტოებზე ლილი ჯეიმსი ერთი ერთში იმეორებს პამელას საქორწილო სცენას. მისი მსგავსება „პლეიბოის“ ვარსკვლავთან გამაოგნებელია. ლილის პამელას მსგავსად, წითელი ,,ლაკის” კაბა აცვია და ის სებასთიან სტენს ტაძარში ხელში აყვანილი შეჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ტომი ლიმ და პამელა ანდერსონმა 1995 წელს, ლას ვეგასში, 96 საათიანი ნაცნობობის შემდეგ იქორწინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g