ლიზა ბაგრატიონი „პირველ არხზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს, რომელსაც ეთერი შაბათობით დაეთმობა. „შაბათს საღამოს ლიზასთან“ ერთად – ასე ერქმევა გადაცემას, რომელსაც მუსიკოსი წარმოადგენს.

ლიზა ბაგრატიონის გადაცემა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი, მისი თქმით, დაეთმობა სოციალურ თემებსა და მათ განხილვას, ხოლო მეორე ნაწილში მას მუსიკოსები ესტუმრებიან. ლიზა ამბობს, რომ ამ გადაცემაში ყველას შეეძლება მუსიკალური სურვილების ასრულება. ყველა სტუმარს შესთავაზებს, ისეთი რამ იმღერონ, რაც არასდროს შეუსრულებიათ, მაგრამ სურვილი ჰქონიათ.

ლიზას პირველი სტუმარი მისი დიდი ხნის მეგობარი და სასცენო პარტნიორი, ნატო მეტონიძე იქნება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05