LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა – ნაღდი ქართველი მეომარი! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი!“ – ალეკო ელისაშვილი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე

191
ელისაშვილი და ჯაბა ხოფერია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„კიევში შემთხვევით შევხვდით, მამამისისგან ვიცოდი რომ იქ იყო, იბრძოდა! ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა – ნაღდი ქართველი მეომარი!

სხვანაირი, ლეგენდარული აჩიკო ხოფერიას შვილი ვერ იქნებოდა! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი! დიდება შენს სახელს ძმაო ჯაბა! დიდება გმირებს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ამავე თემაზე:

„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე

„არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ ვიცი, როგორ იცხოვრა – გმირულად და სამშობლოს სიყვარულით“ – რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები