LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუგანსკსა და დონეცკში მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება“: სერგეი შოიგუ

154
სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. სერგეი შოიგუს თქმით, ე.წ ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში რუსეთი აღმშენებლობას იწყებს.

„ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში და უკრაინის ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება, მათ შორის, მარიუპოლში, უმსხვილეს სამრეწველო კვანძში აზოვის ზღვაზე. ის რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.