ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ლუგარის ცენტრის შექმნის თაობაზე, პირველ ხელშეკრულებაზე, ედუარდ შევარდნაძისა და ბილ კლინტონის ხელმოწერებია.
იმნაძის განმარტებით, მეორე ხელშეკრულება, რომელიც 2002 წელს გაფორმდა, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს და აშშ თავდაცვის მინისტრებმა. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების პროცესში, გარდა თავდაცვის მინისტრისა, იმნაძის თქმით, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამაზე იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ახლა ქულების დაწერის დრო არ არის, ხომ შეიძლებოდა პირბადეები კარდაკარ ჩამოერიგებინათ – პაატა იმნაძე ნაციონალებზე
მან ასევე უპასუხა კითხვას, გადაუხადა თუ არა მან მადლობა მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ცენტრის შექმნისთვის.
„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. მე კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია. ის დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. პირველ ხელშეკრულებაზე თავად შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერებია. მეორეზე კი საქართველოს და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრების, ეს მოხდა 2002 წელს. ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 2002 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კახა ბენდუქიძის მონაწილეობაც“, – განაცხადა იმნაძემ.
“ლუგარი ჩემი მეგობარი იყო. მე შევთავაზე იდეა – ლაბორატორია საქართველოში გადმოეტანა. ადგილიც მე შევარჩიე” – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)