LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ: ამირან გამყრელიძე

165
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ.

როგორც „რუსთავი2“-თან საუბრისას ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.

“შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

პოპულალურები