LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაჟორიტარული სისტემა ხალხს სჭირდება… მეორე ძალა ალბათ ბოქლომების მაღაზიას გახსნის” – თეა წულუკიანი

156
tea

იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა, თუმცა არავის გვახსოვს, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ამ დაპირებას შეწინააღმდეგებოდა.

დღეს კი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხალხს მაჟორიტარული სისტემა სჭირდება.

„ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, რათა პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. 

ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი

"ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში" - ბიძინა ივანიშვილი.

ეს სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ

მეორე მხარეს მყოფი ძალა ალბათ „მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნის“. 

მისი თქმით, პროპორციულზე ნულოვანი ბარიერით გადასვლა საქართველოს რეალობაში რთულია, რადგან როგორც წულუკიანი ამბობს, ოპოზიციასთან რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი ძნელია.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თავის დროზე ყველა დაეთანხმა, ვინც მთავრობასა და უმრავლესობაში იყო, თუმცა დღეს მათ, როგორც ჩანს აზრი შეიცვალეს და ივანიშვილს “დაუპირისპირდნენ”.