LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია – პაპუაშვილი

55
შალვა-პაპუაშვილი

საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები