დუეტი „ჯორჯია“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 15 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, მსმენელით გადაჭედილ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
მომღერალი მაკა ზამბახიძე კონცერტზე რამდენიმე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში ერთ-ერთ კაბით ფოტო გამოაქვეყნა, რისთვისაც მომღერალმა ლელა წურწუმიას მადლობა გადაუხადა.
როგორც ირკვევა, Elie Saab – ის ქსოვილით ულამაზესი მწვანე კაბა ექსკლუზიურად მაკასთვის შეიკერა.
„მადლობა ჩემს ლელას ამ ულამაზესი კაბისთვის, რომელიც ექსკლუზიურად ჩემთვის შეიკერა (Elie Saab – ის ქსოვილით). მადლობა ჩემს სტილისტს, მადლობა ჩემს ილიას ულამაზესი მაკიაჟისთვის, მადლობა ჩემს ერთგულ ფოტოგრაფს“, – წერს მაკა ზამბახიძე ფეისბუქში.