LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა კოლეგებს, რომლებიც არ იღლებიან, არც ცერცვი უთავდებათ, არც მარგალიტი და ცდილობენ საღი აზრის პროპაგანდით ხელი შეუწყონ ვაქცინაციას: აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

371
165644395-2193795644089817-8097242053663336499-n

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმი მარინა გვახარია საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს Facebook-ზე ეხმიანება. ის ქართველ მედიკოსებს, რომლებიც საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ მადლობას უხდის. ექიმი მარინა გვახარია თვლის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ვაქცინაცია აუცილებელია.

“დღეს ისეთები გავიგე საქართველოში მედპერსონალის აცრებზე, საერთოდ ვერ ვხვდები მასობრივი ხასიათი როგორ უნდა მიიღოს კამპანიამ ამ სიტუაციაში.

მაგალითად, ართრიტისთვის სტეროიდს ვინც იღებს, გააბრუნეს. ფილერებიანი სასტავი დაფრთხა. კოვიდგადატანილები თვლიან, რომ აცრის წინ უნდა ანტისხეულები შეიმოწმონ. აქეთ კოვიდგადაუხდელები დაფრთხნენ, ვაი თუ გადატანილი გვაქვს უსიმპტომოდ და ანტისხეულები ჩვენც უნდა გავიზომოთო. მოკლედ, ინდივიდუალიზმი და უვიცობა ბაბანებს. ასაცრელად მისული ექიმები ისე დააფრთხეს, რომ გამობრუნდნენ.

პირველ ორ დღეში რომ 5 000 მედპერსონალი დარეგისტრირდა მხოლოდ, ცხადი იყო საით მიდის ეს ყველაფერი. ამას ექთნის ტრაგედია და ქოცების ქოცობა დაემატა, et voila…

დიდი მადლობა ექსპერტ კოლეგებს, რომლებიც არ იღლებიან, არც ცერცვი უთავდებათ და არც მარგალიტი და ცდილობენ საღი აზრის და მტიცებულებითი მედიცინის პროპაგანდით ხელი შეუწყონ ვაქცინაციას საქართველოში. მოგნიშნეთ, ვისაც სულ გხედავთ. დარწმუნებული ვარ, მეტნი ხართ. ყველას მადლობა!

როგორც კი გაიხსნა ჩვენი კატეგორიისთვის, მთელი განყოფილება დავარეგისტრირე და პირველი ავიცერი. პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია”, – წერის მარინა გვახარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ფაიზერით” კი 30 მარტიდან დაიწყო.

ვაქცინაციის შესაძლებლობა სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები