სანქციას, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადება გააკეთა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
“მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ბაიდენის, პირადი ლიდერობით პუტინის ომის მანქანისთვის გულში დარტყმისთვის და აშშ-ის ბაზარზე ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის. მოუწოდეთ სხვა ქვეყნებსა და ლიდერებს, რომ იგივე გააკეთონ” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
როგორც ბაიდენმა განმარტა, ამ გადაწყვეტილებით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთს და პუტინის რეჟიმს.