LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს სუიციდის მცდელობა არ ჰქონია – სპეციალუ პენიტენციური სამსახური

მაგდა პაპიზე

დღეს დილიდან მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ინფორმაციას უარყოფენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

“ამ წუთებისთვის ცნობილი გახდა რომ, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ თავი მოიკლა,” – წერენ მედიაში, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებენ და უარყოფენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. მათი განცხადებით, მაგდა პაპიძე ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელია.

“მეგობრებო, ვინაიდან უკვე რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ მაგდა პაპიძის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია!” – განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსო უშიკიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები