LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგრად უნდა ვიგულაოთ“: რა ხდებოდა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე – ვიდეოკადრები შაქარაშვილის საქმიდან

1588
45

როგორც ირკვევა, არსებობს ვიდეო, სადაც ასახულია რა ხდებოდა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილზე თავდასხმამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვიდეო ექსკლუზიურად „პოლიტმეტრმა“ მოიპოვა და მისი სრულად ნახვა შესაძლებელი იქნება, პარასკევს 3 ივლისს.

„ახლა მივდივართ ლისზე, მაგრად უნდა ვიგულაოთ. მცხეთიდან წავალთ ლისზე, გვაქვს ხაჭაპურები, სამწვადე“, – ვიგებთ ანონსიდან.

ვიდეოს “ოქროს მოწმე” იაკობ ბრეგვაძე იღებს.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მყვინთავები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის პასუხი, რომელიც გაარკვევს ფეხბურთელის ცხედარზე არსებული დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიღებული თუ სიცოცხლის შემდეგ.

 

https://www.facebook.com/114735666574826/videos/1151947158500602

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები