LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება – მამუკა ხაზარაძე

132
მამუკა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს ინვესტორის ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებს. ხაზარაძემ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა, რომ აია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ერთ-ერთ ინვესტორს – ინგლისურ კომპანია “მერიდიანს” უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება.  

ხაზარაძე ამტკიცებს, რომ მეორე, ამჯერად ამერიკულ კომპანიას, რომელიც აპორტში კაპიტალდაბანდებას აპირებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა ინვესტიციები შეაჩერებინა. ბიზნესმენს მისი ვინაობა არ დაუსახელებია. 

“მათ მიიღეს გაფრთხილება ორჯერ. ერთხელ მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე, რომ ჩვენთან შეეჩერებინათ ინვესტიცია. პომპეოს განცხადების მეორე დღეს გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ მწვანე შუქი ანთებულია. გაგრძელდა ეს პროცესი, აგვისტოში ველოდებით დოკუმენტს, დაამთავრეს შიდა აუდიტი და ისევ ვიღებთ ანალოგიურ ნიშანს. ინვესტორს უთხრეს, გაჩერდიო”, – აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები