LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლეიმ და ლუისანა ლოპილატომ კოცნის მსოფლიო დღე რომანტიკული ფოტოებით მოგვილოცეს

192
michlbiblei

კანადელმა მუსიკოსმა მაიკლ ბუბლეიმ და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ლუისანა ლოპილატომ კოცნის მსოფლიო დღეს რომანტიკული ფოტოებით აღნიშნეს. მეუღლეებმა „ინსტაგრამზე“ შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიან. ცოტა ხნის წინ 45 წლის ბუბლეიმ მეუღლეს, 33 წლის ლუისანას დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა და მას გმირი უწოდა.

შეგახსენეთ, რომ წყვილს სამი შვილი ჰყავს. აქედან უფროსს ნოას 3 წლის წინ ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რა დროსაც ბუბლეიმ და ლოპილატომ შემოქმედებითი პაუზა აიღეს და მთელი ენერგია შვილის გამოჯანმრთელებას დაუთმეს. მკურნალობის კურსიდან ერთ წელიწადში კანადელმა მუსიკოსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მათმა ვაჟმა სიმსივნე დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g