LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: “მაინტერესებს, როდემდე უნდა იყოს ეკლესიის გარშემო ჩურჩული და სიფრთხილე, როცა არა ერთი ცუდი ფაქტი გამოვლინდა”

390
76

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ძალიან უნდა პანსიონის კარი გაიხსნას, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ იქ მართლაც სიმშვიდეა”. ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს იცავენ,რატომ არ უნდა შეუშვან იქ, სადაც ჩვენი მომავალი საზოგადოების წევრები იზრდებიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სადამ ეს ბავშვები ჩამოყალიბდებიან, მანამდე რა ხდება იქ.

წარმოუდგენელია, რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება იმ კარის მიღმა. მე რომ ვიყავი პირველი ლედის სტატუსით, მუდმივ რეჟიმში დავდიოდი, სხვადასხვა ტიპის ასეთ დაწესებულებში…

ჩვენი სახელმწიფოც არ არის მოწოდების სიმაღლეზე,ხომ მართალია. ჩვენ ან განვითარდებით ან წავალთ სხვა მიმართულებით. ამ გასაყარზე ვდგავართ დღეს. ამიტომ საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული…

თუ საჭირო იქნება, რომ მე დავდგე იმ კართან, აუცილებლად, ახლავე ავდგები, როგორღაც მოვახერხებ,რომ ბავშვი დავუტოვო ვინმეს.

იცით,რა მაინტერესებს, როდემდე უნდა იყოს ამ ეკლესიის გარშემო, რაღაც ჩურჩული და სიფრთხილე, როცა უკვე არაერთი ცუდი ფაქტი გამოვლინდა.

მე არ მინდა ეკლესიას გადავუარო და გავკიცხო, მაგრამ მედია, რომელიც მუშაობს ასეთ საკითხებზე, სადამდე უნდა მივიდეს? მე მგონი უკვე ინერტულები გავხდით, თითქოს ეს ამბავიც ისე ჩაივლის, როგორც სხვა დანარჩენი ამბები”- აცხადებს მაკა ჩიჩუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები