LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე: „ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ შვილი არ გავაჩინე…“

1611
maka

ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას აღიარებს:

„სულ მეგონა, რომ მექნებოდა ოჯახი და მეყოლებოდა ბევრი შვილი. როგორც იცით, სიყვარულში არ გამიმართლა და რაც ყველაზე სამწუხაროა, შვილი არ მყავს. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა.

ისეთ დროში გავიზარდე, როცა შვილის უქმროდ გაჩენა მიღებული არ იყო, საზოგადოების გაკიცხვას იმსახურებდა. მკაცრი მშობლები მყავდა და ფიქრადაც ვერ გავივლებდი მსგავს საქციელს. ჩემი უდიდესი პატივისცემა იმ ქალბატონებს, ვინც ამ ყველაფერს გადააბიჯეს და შვილი გააჩინეს. ისინი მართლაც გმირები არიან.

ახლა ჩემთვის შვილის აყვანაც დაგვიანებულია, ასაკი არ მიწყობს ხელს და სახლიდანაც სულ გასული ვარ. თან, ბავშვს ყველა პირობა უნდა შეუქმნა, ახალგაზრდა მშობელი სჭირდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g