LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია – მიხეილ რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი

მამა გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები უტარდება.

ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს და დგინდება, თუ რამ გამოიწვია მარჯვენა ხელ-ფეხის შეზღუდვა.

„არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან,” – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც, რაც მისი ძმის, თორნიკე მამალაძის საპატრიარქოსთან აქციებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები