LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დააკავეს: ადვოკატი

371
გიორგი გოგინავა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ „მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დააკავეს“.

მისივე განმარტებით, „ბრალი, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ“.

„ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელისშეშლა რაში გამოიხატება?”- განაცხადა გოგინავამ.

დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები