მამაკაცს, რომელიც მობილურ ტელეფონს აბაზანაში ტენიდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს.

32 წლის ლონდონელი რიჩარდ ბული აბაზანაში იწვა, დამტენზე შეერთებული „აიფონი“ მკერდზე ედო. დამტენი დასველდა და დენის დარტყმისგან მამაკაცი გარდაიცვალა.

პოლიციამ მომხდარი უბედურ შემთხვევად მიიჩნია, თუმცა მაინც აცნობეს მომხდარის შესახებ კომპანიას Apple.

სამართალდამცველების თქმით, მობილური ტელეფონი, ერთი შეხედვით,სრულიად უვნებელია, თუმცა აბაზანაში ისეთივე საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, როგორიც თმის ფენია.

მსგავსი თემები