გასულ კვირას ინტერნეტი ფაქტიურად ააფეთქა თინა კუნაკისა და ახალგაზრდა მსახიობის, ვიქტორის ფოტოებმა. პაპარაცებმა წყვილი ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს, სადაც კუნაკი ვიქტორს ეხუტებოდა და კოცნიდა. ფოტოებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოდელსა და მსახიობს შორის რომანი იყო. შესაბამისად, გაჩნდა ინფორმაცია, კუნაკისა და ვენსან კასელის შესაძლო დაშორებაზე.
მამაკაცი, რომლის მკლავებშიც თინა კუნაკი ვიხილეთ, გეი აღმოჩნდა – ერთით ნული კასელის სასარგებლოდ
დღეს კი თავად ვიქტორის „ინსტაგრამიდან“ ცნობილი ხდება, რომ ის კუნაკისა და კასელის ახლო მეგობარია. ვიქტორი თავად აზიარებს ლიფტში თინასთან და ვენსანთან გადაღებულ სახალისო ფოტოებს. ამით სავარაუდოდ, მან მედიას უპასუხა, რომელიც ახალ რომანზე წერდა. მეტიც, მამაკაცმა ღიად დააფიქსირა თავისი ორიენტაციაც. აღმოჩნდა, რომ ვიქტორი გეია და მას მეგობარი მამაკაცი ჰყავს. ამის დასტურად მან ბოიფრენდთან გადაღებული ფოტოც გააზიარა.