LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს

79
mamukii

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილი თითოეული მოქალაქისთვის.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ.

დღეს არის 14 აგვისტო, უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი და რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ცხოვრობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ქართველებს და აფხაზებს, ჩვენ, გვაქვს საერთო ფესვები და აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი და ჩვენ ერთობლივად უნდა დავლიოთ ეს გამოწვევები.

დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და საერთო  წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 27 წლის წინ 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები