LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: გუშინ პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებძროლი გიორგი ვაშაძე

198
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი [გიორგი ვაშაძე], ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა ერთ ადამიანზე ისრების გადატანა, არასწორია.

„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ შეხედეთ, პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი [გიორგი ვაშაძე], ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, ვინც არაფრად დაგიდევთ, ჩვენგან განსხვავებით იმას, რომ ვიღაცის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას და სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, ვინც არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში და ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად, ადამიანებზე, რომლებსაც გულწრფელი ემოციები აქვთ, სპეკულაციურად თამაშობენ და მოუწოდებენ ისეთი მოქმედებებისკენ, რომელმაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ასე ერთ ადამიანზე, ეს ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა, ჩემი აზრით, არასწორია. ყველას პასუხისმგებლობაა, რომელიც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ასეთი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ეს რისკები შეიძლება შეექმნა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ აქციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, ალყაში მოექციათ საკანონმდებლო ორგანო. ამ განცხადების გამო ვაშაძე პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა.

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“ – ნინო ლომჯარია

„ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ” – ვაშაძის პასუხი ლომჯარიას

ანა წითლიძე: გავრილოვის ღამეს ასე ნიკა მელია გაწირეთ დასაჭერად ყველამ, ვინც წერდით, რომ მელიას მოწოდებას მოყვა თურმე ამბავი თვალები რომ დაგვთხარეს, იმავეს აკეთებთ ახლა ვაშაძეზე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები