LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“ – ნინო ლომჯარია

303
BeFunky-collage - 2023-03-09T011537.385

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.
ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია”, – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ პარლამენტის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა.

„ისინი ჩვენს ნერვებს ცდიან. ამ ბრძოლაში არა ჩვენ, არამედ ისინი უნდა დაიღალონ და უკან დაიხიონ. მშვიდობიანი პიკეტირება, მანამ სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ამავდროულად, გიორგი ვაშაძემ დღეს აქციაზე “ფორმულასთან” შემდეგი განცხადებაც გააკეთა: „მო­ვუ­წო­დებ, რომ ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ გა­და­მე­ტე­ბულ ძა­ლას, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ეთ კა­ნო­ნი იმი­ტომ, რომ ხალ­ხი არის ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი. მიკრო­ფო­ნი მოგვპა­რეს, ხალ­ხს რომ მივ­მარ­თოთ, აქ, რუს­თა­ველ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნად ვიდ­გეთ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს. ამი­ტომ, მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ეთ კა­ნო­ნი. თქვენ ხელ­შია დამ­შვიდ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხალ­ხი და ეს ერთი ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­დავ­დგათ.

თქვენ ბევ­რი არ გეშ­ვე­ლე­ბათ, მაგ­რამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ეთ კა­ნო­ნი. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, ეს არის გზა, რომ დამ­შვიდ­დეს სი­ტუ­ა­ცია. აქ არც წყლის ჭავ­ლი და არც ცრემლსა­დე­ნი გაზი არ არის სა­ჭი­რო და აქ­ცი­ა­ზე პრო­ვო­კა­ტო­რებს ნუ გვიგ­ზავ­ნით. მე თვი­თონ გა­მო­ვე­დი და და­ვამ­შვი­დე ის ხალ­ხი, მაგ­რამ მთა­ვა­რი არის შემ­დე­გი, ახლა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­იწ­ვი­ონ კა­ნო­ნი“.

როგორც პარტიის პრესსამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, უახლოეს დროში ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდება.

ბოლო ცნობებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციამ იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეებმა თბილისის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

დრონით გადაღებულ კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს.

სპეცრაზმელებმა რუსთაველის მოედანი სრულად დაიკავეს – ჩაკეტილია ყველა გასასვლელი

გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

თაკო ჩარკვიანი: „ვიომეთ“ რასაც ჰქვია, გუშინ ერთი მთლიანი ვიყავით ყველა, ჩვენი სასწაული უმაგრესი ახალგაზრდობა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა.. დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!“ – ნანა მახარაძე

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები