LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან 

189
ITB (5)

ბერლინში მიმდინარე მსოფლიოში უდიდესი ტურისტულ გამოფენაზე მყოფი ქართული ტურისტული კომპანიები ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურებიან. ITB Berlin 2023-ის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ. ტურისტული კომპანიის BB Travel-ის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც კომპანიების წარმომადგენლებს ხელში უჭირავთ ფურცელი, წარწერით – “არა ღრუსულ კანონს!”

"მქონდა პატივი, ბერლინში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ვყოფილიყავი მასპინძელი" - ღარობაშვილი ITB Berlin-ზე 

"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც. საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის", - წერს პრემიერი.

“ტურისტული კომპანიები ბერლინის გამოფენიდან ვუერთდებით თბილისში მიმდინარე პროტესტს. არა რუსულ კანონს!!!”, – წერს ალექსანდრე გიორგიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 მიმდინარეობს, რომლის მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველოა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.

 

„საქართველო ეკუთვნის ევროპას…შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას” – „სუხიშვილები”

“გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს” – ცეზარ ჩოჩელი

 

magti 5g