პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, გუშინდელი დღე მძიმე და ამავე დროს საოცარი იყო და ყველამ ერთიანი ძალებით „იომა“:
„მძიმე, მაინც საოცარი დღე იყო, ახალგაზრდები – ხალხი – ოპოზიცია, ერთიანი ძალით უმაგრესად იბრძოდა პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთ, „ვიომეთ“ რასაც ჰქვია, ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით გუშინ,ყველა, ჩვენი სასწაული უმაგრესი ახალგაზრდობა – ხალხი, ერთად, ერთი მთლიანი ძალა, დასავლეთიდანაც, ჩვენი პარტნიორებისგან უმაგრესი შეფასებები და გვერდით დგომაა, მკვეთრი პოზიციაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
წინ საქართველოვ, წინ სინათლეა, საქართველოს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს! ჩვენ ძირძველი ევროპა ვართ! მიყვარხართ“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები შსს-მ დაშალა.
მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია