„ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ”, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, სადაც მან თქვა: „ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია”.
ვაშაძის თქმით, „ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რადგან რუსულ რეჟიმს ვებრძვით”.
„ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს უეცარი აღტყინებები. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ, ყველამ კარგად გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, ეს არის დღესაც”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ პარლამენტის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა.
„ისინი ჩვენს ნერვებს ცდიან. ამ ბრძოლაში არა ჩვენ, არამედ ისინი უნდა დაიღალონ და უკან დაიხიონ. მშვიდობიანი პიკეტირება, მანამ სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
ამავდროულად, გიორგი ვაშაძემ დღეს აქციაზე “ფორმულასთან” შემდეგი განცხადებაც გააკეთა: „მოვუწოდებ, რომ ნუ გამოიყენებენ გადამეტებულ ძალას, პოლიციის მხრიდან. დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი იმიტომ, რომ ხალხი არის ძალიან აღელვებული. მიკროფონი მოგვპარეს, ხალხს რომ მივმართოთ, აქ, რუსთაველზე მშვიდობიანად ვიდგეთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. თქვენ ხელშია დამშვიდდეს საზოგადოება, ხალხი და ეს ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ.
თქვენ ბევრი არ გეშველებათ, მაგრამ დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის გზა, რომ დამშვიდდეს სიტუაცია. აქ არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით. მე თვითონ გამოვედი და დავამშვიდე ის ხალხი, მაგრამ მთავარი არის შემდეგი, ახლა, რაც შეიძლება სწრაფად გაიწვიონ კანონი“.
ბოლო ცნობებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციამ იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეებმა თბილისის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.
სპეცრაზმელებმა რუსთაველის მოედანი სრულად დაიკავეს – ჩაკეტილია ყველა გასასვლელი
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“
“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია