პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს ავრცელებს, სადაც მეუღლეს მიმართავს, რომ ბენდში „ნონ სტოპი“ მაკა ზამბახიძე დააბრუნოს.
„ამ სამ უჟმურთან ერთად მე მანქანაში აღარ ჩავჯდები, მაკა, დამიბრუნდი“. – ამბობს მამულიჩა.
ლელა წურწუმია განმარტავს, რომ მაკას დაბრუნება მამულიჩას იმიტომ უნდა, რომ გზაში გაართოს.
ვიდეო მაკა ზამბახიძემაც გააზიარა და დაწერა, რომ „იცოდა, ეს დღე დადგებოდა“.
„აჰააა, როგორ ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა“. – წერს მაკა ზამბახიძე.