LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: “ოცნება” 10 წელია სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას.. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.. არ განვსჯი

88
Untitled design (6)

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება.

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

როგორც მანჯგალაძე ამბობს, უკვე 10 წელია, რაც “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას და თუ ის გადაწყვეტს, თუნდაც დროებით, პოლიტიკიდან წავიდეს, მმართველ პარტიას ამ კარტის გათამაშების შანსები აღარ ექნება:

“მე პატივს ვცემ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ფაქტობრივად, პატიმრობაში და ტყვეობაშია, ამიტომ არ ვაპირებ კრიტიკას, არ განვსჯი მას.

დარჩენაზე, წასვლაზე, მკურნალობაზე, გადარჩენაზე – მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემი მხრიდან ექნება პატივისცემა. მე სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ და თუ ჩემი შეხედულება გაინტერესებთ, პოლარიზების შემცირებისთვის პირველი რიგის ამოცანა დეოლიგარქიზაციაა და შემდეგი საკითხებია სხვა დანარჩენი საკითხები.

ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” 10 წელია მიხეილ სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკიდან წავიდეს, ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” ამ კარტის გათამაშების შანსები აღარ ექნება, პოლარიზების უფრო ნაკლები რისკები იქნება. მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და სააკაშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ მდგომარეობაში, რომელიც არის ტყვე, პატივს ვცემ”, – აცხადებს მანჯგალაძე.

მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს – აშკარა გახდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს და ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე – ედუარდ სააკაშვილი

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

„სინამდვილეში როგორ არ არის?!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები