LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანუ მურღულია: „ჩემი გარდერობის დიდი ნაწილი ბაბუაჩემის, გიას შერჩეული და ნაყიდია. გიას ძალიან უყვარს ჩემი საყიდლებზე წაყვანა…“

3498
გია და მანუ

„პოსტივის“ შუადღის გადაცემის წამყვანი, მანუ მურღულია, რომელიც ცნობილი ფილოლოგის, გია მურღულიას შვილიშვილია, ჟურნალ „თბილისელებთან“ ბაბუასთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

„სხვათა შორის, ჩემი გარდერობის დიდი ნაწილი ბაბუაჩემის, გიას შერჩეული და ნაყიდია. გიას ძალიან უყვარს ჩემი საყიდლებზე წაყვანა და განსაკუთრებულად უხარია, თუ კაბას ან პოჯაკს ვყიდულობთ (იცინის). ყველა პიჯაკი მისი ნაყიდია… ის კი არა, რომ ფული მოგცეს და გაგიშვას, გამოგყვება დაათვალიერებს… მოკლედ, ბოლომდეა ჩართული პროცესში და ეს ორივეს ძალიან გვსიამოვნებს.

რა საჩუქრებით ანებივრებს შვილიშვილს გია მურღულია: „ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც მომხიბლავს და შემიყვარდება…“

ბაბუასგან რას სწავლობ?

შეიძლება, გია თქვენთვის ცოტა მკაცრი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, უთბილესი ადამიანია. ასაკის მიუხედავად, ჩემი ტოლია, სხვასთან – სხვისი. მისგან ყოველდღე ბევრ რამეს ვსწავლობ და თან, ძალიან მარტივი და სასიამოვნო ფორმით. ყველაზე მეტად მისი სიმშვიდე მომწონს, რომელსაც არანაირ მდგომარეობაში არ კარგავს, რაც მე ჯერ არ გამომდის, თუმცა ვცდილობ, ესეც ვისწავლო (იცინის).

გია მურღულია: „რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი? რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს? „უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g