ცნობილი ფილოლოგის, გია მურღულიას შვილიშვილი, მანუ მურღულია „დღის პოსტის~ წამყვანია ირმა სოხაძესა და თამთა კვარაცხელიასთან ერთად. მან ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ძალები ჟურნალისტიკაში მოსინჯა. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, არის ადამიანი, რომელიც არასდროს იტყვის, რომ რამე არ გამოუვა – ჟურნალისტიკით „პირველ არხზე“ მუშაობისას დაინტერესდა, შემდეგ კი შეთავაზება „პოსტივისგან“ მიიღო, შალვა რამიშვილთან გაიარა გასაუბრება და მალევე შუადღის გადაცემის წამყვანად აიყვანეს.
„ძალიან მიხაროდა, როცა ბაბუასთან სეირნობისას მას ცნობდნენ, ახლა კი, როცა ერთად დავდივართ, მეც მცნობენ. ეს ტელევიზიის დამსახურებაა, უნდა გამოგიტყდეთ, სასიამოვნო გრძნობაა. გიას ყველა ჩემი წარმატება უხარია. განსაკუთრებით უყვარს, როცა სავაჭრო ცენტრებში მივყავარ და ჩემთვის საჩუქრებს ყიდულობს. მას აკადემიური ჩაცმის სტილი მოსწონს, ამიტომ პიჯაკებს მირჩევს და კიდევ – საათებს. მასთან ერთად შოპინგზე სიარული ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია…“
შეყვარებული არ ხართ?
არა, მყავდა შეყვარებული, მაგრამ ექვსი თვეა, დავშორდი. ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც მომხიბლავს და შემიყვარდება.
როგორი მამაკაცი მოგხიბლავთ?
პირველ რიგში, პირს რომ გააღებს და დამელაპარაკება, არ უნდა გავიქცე. ხომ არიან გოგონები, ბიჭის შეფასებისას ამბობენ, ლამაზია, მდიდარია, მაგარი მანქანა ჰყავსო. მე ასე არ ვარ, უნდა დამაინტერესოს, ჩემთვის საინტერესო თემებზე, ხელოვნება იქნება, ლიტერატურა თუ სპორტი, საუბარი უნდა შეეძლოს. პირდაღებული არ მომაჩერდეს, ინტელექტი უნდა ჰქონდეს, კარგი იუმორი. გარეგნობას რაც შეეხება, ქერა და ცისფერთვალება მამაკაცი მომწონს“.