პოპულარული სერიალის „სიყვარულს მიღმა“ მეორე სეზონი მძიმე სერიით დაიწყო. სერიალის მთავარი გმირი, მარი გარდაიცვალა.
მარის როლის შემსრულებელი ანკა ვასაძე ტელეკომპანია „ფორმულაზე“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ სერიალის მენეჯმენტმა ერთ-ერთი მთავარი გმირის გარდაცვალების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მსახიობთან შეთანხმება ვეღარ შედგა.
თუმცა ამას თავად ანკა ვასაძე უარყოფს. ამბობს, რომ მისი გმირის გარდაცვალების სცენარი ჯერ კიდევ ივლისში დაიწერა, ხოლო თავად „ფორმულას” გადაცემის წამყვანი ორი კვირის წინ გახდა.
„ჩემი მოსვლა „ფორმულას” დილის გადაცემაში დაუგეგმავად დაემთხვა სერიალში “სიყვარულს მიღმა” ჩემი პერსონაჟის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა, მარიამის გარდაცვალებაში არანაირი როლი არ აქვს წამყვან ანკა ვასაძეს, ჯერ კიდევ ივლისში დაიგეგმა სცენარის მიხედვით, მარიამის სიკვდილი, მაგრამ დილის გადაცემას შევუერთდი ორი კვირის წინ“. – ამბობს ანკა ვასაძე.
ვიდეო: მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა