მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებს“ დედობის სიტკბოებასა და სირთულეზე ესაუბრა. მომღერალი უკვე ორი შვილის დედაა. მას ბიჭი და გოგონა ჰყავს.
მარიკა თხელიძე:
„არასდროს ვმალავ ასაკს, 35 წლის ვარ. პირველად დედა რომ გავხდი, ნიკუშა რომ დაიბადა, უბედნიერესი ვიყავი. ახლა უკვე ორი შვილის დედა ვარ – ვივიენმა დედობის სიხარული და ბედნიერება გამიორმაგა. დედის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. ნიკუშა რომ გავაჩინე, 27 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტროში ვმუშაობდი, თან, ბენდთან ერთად ვმღეროდი და სულ იმას ვდარდობ, ის დრო რომ ნიკუშას გვერდით არ ვიყავი. ახლა არ ვმუშაობ, დიდ დროს ოჯახში ვატარებ და ვიგრძენი, რომ დიასახლისობა ყოფილა ყველაზე რთული პროფესია (იცინის). ახლა ყოველდღიურად ვანაზღაურებ იმ დაკარგულ წუთებს, როცა ნიკუშასთან არ ვიყავი და აქტიურად ვარ მის ცხოვრებაში ჩართული. „ფეთიან“ დედასაც კი მეძახიან. ვივიენიც მე თავად გავზარდე, არ მყოლია ძიძა. ამის გამო ბევრჯერ მითქვამს უარი სადმე წასვლაზე. ახლა ბათუმში ვცხოვრობ და როცა თბილისში კონცერტზე გამოვდივარ, ვცდილობ, იმ საღამოსვე უკან დავბრუნდე. ბავშვების გარეშე ვერსად ვძლებ.
მიწევს რაღაცებზე უარის თქმა, რადგან ჩემს შვილებს ყველაზე მეტად ახლა ვჭირდები. ახლანდელი ბავშვები სხვა თაობაა, სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ“.
ინტერვიუ ვრცლად.
ვის მიმართავს მარიკა თხელიძე: „თუ კიდევ ვაპირებ სიმღერის გაგრძელებას ესეც, თქვენი დამსახურებაა…“
„ოჯახი უპირველეს ყოვლისა“ – მარიკა თხელიძე უთბილეს ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს