LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგი: „2030 წლისათვის ტელეპორტაცია შესაძლებელი იქნება“

365
Mark Zuckerberg

„ფეისბუქის“ გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი მომავლის ტექნოლოგიებზე, ვირტუალურ რეალობასა და ციფრულ ტელეპორტაციაზე გამოცემა The Information-ს ესაუბრა.

ცუკერბერგის აზრით, 2030 წლისათვის ციფრული ტექნოლოგიები და ვირტუალური რეალობა ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება და ისინი მსოფლიოს შორეულ წერტილებში „მოგზაურობას“ მხოლოდ სმარტ-სათვალის მორგებითაც  შეძლებენ.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახლში ხართ, მაგრამ VR და AR  ტექნოლოგიების წყალობით შეგიძლიათ მსოფლიოს მეორე ბოლოში მიმდინარე კონფერენციაში მიიღოთ მონაწილეობა. საკმარისია სმარტ-სათვალე მოირგოთ და სასურველ ადგილას „ტელეპორტირდეთ“. ტექნოლოგიის საშუალებით კონფერენციის ოთახში თქვენი ჰოლოგრამა გაჩნდება, თითქოს მართლაც იქ იყოთ. არადა ამ დროს საკუთარ სახლში, დივანზე იჯდებით. განა ეს შესანიშნავი არ არის?“- განაცხადა ცუკერბერგმა გამოცემასთან საუბრისას.

„ფეისბუკის“ გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე არსებული არცერთი ტექნოლოგია არ იძლევა ვირტუალურ რეალობაში ადამიანის ცნობიერების სრულად ჩატვირთვის საშუალებას. „სოციალურ ურთიერთობებში მთავარია ვიგრძნოთ, რომ ადამიანი ჩვენთან ახლოს იმყოფება. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ეკრანზე დავინახოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ, თითქოს მართლა ერთად ვართ. ასეთი ტექნოლოგია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.“-განაცხადა ცუკერბერგმა.

მარკს მიაჩნია, რომ რაც უფრო განვითარდება ტექნოლოგიები, ადამიანები მით უფრო ადვილად შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას სახლიდან გაუსვლელად და შესაბამისად,ნაკლებად გამოიყენებენ ტრანსპორტს გადასაადგილებლად. ეს ყველაფერი კი გარემოზე დადებითად აისახება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები