LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას კიდევ საკმაოდ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი.. გერმანიაში მცხოვრებო ქართველო ემიგრანტებო, გაბარებთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას.. მჯერა, სასწაულები ნამდვილად ხდება“ – რას წერს ქართველი ემიგრანტი

349
BeFunky-collage (2)

შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელიდან გერმანიაში ხვალ მიემგზავრება. როგორც დაშვებული მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, დათი გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

„არავინ არაფერს დაგვპირებია, აქ იმდენად კატეგორიული უარი გვითხრეს, აზრი აღარ ჰქონდა დარჩენას, გადავწყვიტეთ სხვაგან ვცადოთ ბედი“ – დათი რეაბილიტაციას ისრაელის შემდეგ, გერმანიაში გაივლის 

ემიგრანტი ზანდა ბექაური დათის კლინიკაში ეწვია და დაშავებულ მოზარდთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა.

ამავე პოსტში ზანდა ბექაური ემიგრანტებს მოუწოდებს კვლავ გაერთიანდნენ დათის დასახმარებლად.

„ძალიან შეგვაყვარეთ თავი, მოგვენატრებით. შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასებო

ბედნიერ და უფლისგან დალოცვილ გზებზე გევლოთ მუდამ

ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად იქნება, ვიდრე თქვენ გგონიათ. სასწაულები ნამდვილად ხდება, მე ამის მჯერა

დავემშვიდობეთ ჩვენს უსაყვარლეს დათის და მის გმირ მშობლებს

დღეს, დათი, ისრაელიდან მიფრინავს გერმანიაში, მკურნალობის გასაგრძელებლად. მას კიდევ საკმაოდ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი.

ყველამ ვილოცოთ და  გავერთიანდეთ #დათისთვის

აბა, ახლა თქვენ იცით, გერმანიაში მცხოვრებო ქართველო ემიგრანტებო, გაბარებთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას და ჩვენც თქვენს გვერდით ვართ

#დათი სიყვარულის ბიჭი ხარ“, – წერს ზანდა ბექაური.

“საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე, იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო” – 8 წლის დათის ქოქრაშვილის დედა

მიმღები:

ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

დათი ქოქრაშვილის და მისი მამის ემოციური ვიდეო: „რა უნდა ვქნათ, რომ საქართველოში წავიდეთ? მეც მიყვარხარ, მამა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g