შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა წამყვან რეაბილიტაციის ცენტრში კონსულტაციის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქრისტინე მამუკაშვილი აღნიშნავს, დათის პროთეზსა და იმპლანტზე უარი უთხრეს.
“დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში. საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე… იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო… არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით… არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა, რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო… ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში… არადა დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე” – წერს დედა.