LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია – გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება

272
Untitled design

2023 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია.

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, აღნიშნული ათი მასწავლებლიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება და ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

საუკეთესო ათეულის სია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა:

ნესტან ხორხომელიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნანა გოგატიშვილი – თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

 

 

?️2⃣0⃣2⃣3⃣ წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს
საუკეთესო ათეული ცნობილია
#მომავალიგანათლებაშია #მასწავლებლისეროვნულიჯილდო2023
Gudavadze Patarkatsishvili Foundation
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
Liberty • ლიბერთი
EPAM Georgia

Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on ორშაბათი, 19 ივნისი, 2023

 

 

ნინო ფსუტური – გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მანუშაკ მკრტჩიანი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ლელა წურწუმია – გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი;

თამარ ცანავა – თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის N178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები