LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი – ვახტანგ გომელაური

101
188687-cover-b
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, როცა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, მათი დაპატიმრება მოითხოვა, ხოლო ახლა ჩათვალეს, რომ სასამართლოში გირაოს მოთხოვნით შესვლის საჭიროება იყო.
„ყველა ადამიანი თანასწორია. ვინც დააშავებს პასუხი უნდა აგოს – იქნება მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
“მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

 

mazda magti 5g