LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე პარტიები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმის ნაწილი გახდნენ, რათა წარმატებას მიაღწიონ: ნუგზარ წიკლაური

63
ნუგზარ წიკლაური nugzar tsiklauri

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გაერთიანების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ იდეაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, „მცირე პარტიები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმის ნაწილი გახდნენ, რათა წარმატებას მიაღწიონ“.

„ყველასათვის ცხადია სურათი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის დიდი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს დიდი მხარდაჭერა და მცირე პარტიათა ნაწილი ცდილობს, გახდეს ამ ორგანიზმის ნაწილი, რათა შეძლოს თავიანთი მომავალი პოლიტიკური წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და შეკითხვაზე, მისი განცხადების გათვალისწინებით, ფიქრობს თუ არა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელის გამოყენება, რათა პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა: „დიახ, მე მგონია, რომ მცირე პოლიტიკური პარტიები ახლა ეძებენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს“.

ასევე, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, გაერთიანების შესახებ გაჟღერებული იდეა, ჩამოუყალიბებელი, შინაარსს მოკლებული და „ამორფულია“.

„თვითონ ამ ინიციატივაზე უნდა გითხრათ, რომ არის ჩამოუყალიბებელიც, შინაარსს მოკლებულიც და ამორფულიც, თავისი ფორმით. ჯერ ერთი, არ იყო საკმარისი კონსულტაციები იმისათვის, რომ ასეთი ინიციატივა საჯაროდ გაჟღერებულიყო. მე მესმოდა მეგობრების მხრიდან საუბრები, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სინამდვილეში ეს იყო ორი შეხვედრა. ერთი ნიკა მელიასთან, ფრაგმენტული საუბარი, სრულიად სხვა თემაზე შეკრებილები და მეორე, ერთ-ერთმა ჩემთან ისაუბრა ნიკა გვარამიას სასამართლოში, მცირე ხნით. ეს არის ის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს და უცნაური იყო.

თუ ვლაპარაკობთ ერთობაზე, მაშინ ლაპარაკი უნდა იყოს სრულ გაერთიანებაზე, ბევრი პოლიტიკური პარტიის, რომელთა ევროპულ მისწრაფებებში არავის ეპარება ეჭვი. ამ პოლიტიკური ინიციატივის [შესაძლო გაერთიანების] ავტორებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ შემოფარგლული იყოს წრე. მეორეც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ინიციატივა გულისხმობს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას იმიტომ, რომ ბლოკები აღარ არსებობს და უნდა გაუქმდეს ყველა პარტია, უნდა აიღოს ახალი ნომერი ამ გაერთიანებამ, ანუ პოლიტიკურ ისტორიაზე უარი უნდა თქვან პარტიებმა, რაც იქნება ურთულესად გადასადგმელი ნაბიჯი.

შესანიშნავი სიტყვაა ერთობა, მაგრამ ერთობას არ აქვს თავისთავადი ღირებულება. ერთობა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ბევრი გარემოებებით პარტიები არიან დაკავშირებული, ადამიანები არიან დაკავშირებული და სწორედ ამ ერთობითა არის წარმატების მიღწევა შესაძლებელი. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა პარტიების გაუქმების დროა და არ ვფიქრობ, რომ იმიტომ მივდიოდით ევროპული დემოკრატიისკენ მრავალფეროვნებისკენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვთქვათ, არა, უნიფიკაცია არის ახლა მთავარი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის – შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ: გიორგი ვაშაძე

ნუგზარ წიკლაურმა პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტის დატოვების საკითხზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დროა საჭირო.

„პოლიტიკურმა პარტიებმა გადადგეს ნაბიჯი, ისინი შევიდნენ პარლამენტში და პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩებოდა სრულად იზოლირებული ყველანაირი პოლიტიკური პროცესიდან და მაშინ იქნა მიღებული ეს [პარლამენტში შესვლის] გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებასაც სიმართლე გითხრათ, მე არ ვეთანხმებოდი და ვფიქრობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უნდა შეენარჩუნებინა ის პოზიცია, რაც ჰქონდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებას გავაგებინოთ, ეს ხელისუფლება არ ფლობს ლეგიტიმაციას.

რაც შეეხება ახლა, ამ პოლიტიკურ ეტაპზე, მე მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის არის შესაბამისი დრო საჭირო. ერთია, როდესაც შევედით პარლამენტში და მეორეა კონკრეტული პოლიტიკური დრო, როდესაც შესაძლოა გახმოვანდეს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები. ისინი არ ასრულებენ 12 პუნქტს, პირდაპირ მიდიან ევროპის წინააღმდეგ და სულ რამდენიმე თვეში გახდება ევროპული საზოგადოების პოზიცია ცნობილი ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვან წილად ჩვენი გადაწყვეტილების, შესაძლებელია თუ არა ამ პარლამენტში კვლავ დარჩენა, განმაპირობებელი იქნება.

არ შეწყვეტილა ამაზე არასოდეს საუბარი, ეს არის აქტუალური თემა და ყოველთვის მიმდინარეობს საუბარი. ახლა ერთადერთი რაზეც ვართ შეთანხმებულები არის ის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება სჭირდება მკაფიო პოლიტიკური მომენტი, როდესაც ის სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც და იმ პოლიტიკური ძალისთვისაც, რომელიც დგამს ამ ნაბიჯს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„ახალი სატყუარაა, უნდათ პრაიმერიზები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ“ – მმართველი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „დროას“ ინიციატივაზე

ოპოზიციის გადაჯგუფებები კომიკურ თამაშს ემსგავსება – ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ და ხალხს არ ელაპარაკებიან: გია ხუხაშვილი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და პრაიმერიზზე

ვაშაძე: ყველა, ვინც პრაიმერიზს ეწინააღმდეგება, არის კულუარების მომხრე – ვიღაცასთან წავიდეს, ვიღაცასთან ჩააწყოს, ვიღაცასთან დალაგდეს, ჩვენ ეს არ გვინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები