LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე სასტუმროების მფლობელების ნაწილს სახელმწიფო სესხის პროცენტის ნაწილს დაუფარავს

486
68847581-1199693500203355-5405793117469147136-o

მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამოქმედდება პირველი სექტემბრიდან, მაგრამ დაფარავს 1-ლი აგვისტოდან დარიცხულ პროცენტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქობულეთში, მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მცირე სასტუმროებს მფლობელებს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროექტი გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან და ტურისტული ინდუსტრია გამოწვევის წინაშე დადგა, მთავარი სამიზნე ჯგუფი მცირე სასტუმროები და მათი დახმარება გახდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს სეგმენტი დაზარალდა.

„სახელმწიფო თავის თავზე იღებს 6 თვის განმავლობაში იმ ბენეფიციარების საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის თუ რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და მათი სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები