LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში დასაქმების პროგრამა იწყება – ხელფასი 1000 ლარიდან

303
publika.ge-1-31

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, გამოცხადებული პროექტი შერჩეული პესონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის 20 ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა.

აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, მომავალი თანამშრომლების გადამზადება მოხდება კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლების მიერ. პროექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატები მცხეთის, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის არეალის მაცხოვრებლები იყვნენ.

ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის პოზიციაზე სახელფასო ანაზღაურება 1150 ლარია (დარიცხული), ხოლო მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე, რომელიც 4 დღეში ერთხელ მორიგეობას გულისხმობს – 1000 ლარი (დარიცხული). ასევე კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის ანაზღაურებად სწავლებას კომპანიის საველე მომზადების ბაზაზე პრაქტიკოს ენერგეტიკოსებთან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577351819; 577352020; 577350050. ასევე კანდიდატებმა გააგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები