LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

183
შოვი (1)

„კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა“, – ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები.

„ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვის გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შოვში მეწყერი ჩამოწვა

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები