LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დააკავეს

111
maxresdefault

მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქცია ხმაურის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს არაერთხელ დაუპირისპირდნენ.

სხვადასხვა ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ მხოლოდ ერთი მხარდამჭერი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ვიდეო: გიგა ბოკერიას აქციაზე წყალი შეასხეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მცხეთის მერიის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ მცხეთის მერიასთან გუშინ მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტა.  ისინი სვეტიცხოვლიდან მცხეთის მერიამდე  მსვლელობით მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები