LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგა ბოკერიას აქციაზე წყალი შეასხეს

202
eeesss

მცხეთის მერიასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. ადგილზე  “ქართული ოცნების” აქტივისტებიც მივიდნენ. ოპოზიციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავები დგანან, თუმცა “ოცნების” ერთერთმა აქტივისტმა მაინც შეძლო გიგა ბოკერიათვის წყალი შეესხა.

ბოკერიას თქმით, მცხეთის მერიასთან მომხდარი გუშინდელი ინციდენტი მშვიდობიან ახალგაზრდებზე ძალადობა იყო.

“ძალადობა იყო გუშინ, ეს არის ამათი სამარცხვინო საქციელი და პოლიციის ხელმძღვანელობის, ვინც ასეთი ხალხის გამო აკავებს ახალგაზრდებს მშვიდობიანი პროტესტის დროს. ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს, რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომ ეცემათ ისინი. ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ღიად ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის პასუხს აგებს ყველა, ვინც ამას ხელმძღვანელობდა”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები