LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთასთან ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

389
ulu

მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები