LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე მანჯგალაძეს: „ჩაიგდე ხმა-მეთქი, ნუ ტლიკინებ.. რომ გამოხვედი და დემაგოგობ აქ, გაგიტარე“

688
Untitled design

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის – პაატა მანჯგალაძისა და „ხალხის ძალის“ წევრის – მიხეილ ყაველაშვილის დაპირისპირების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად პაატა მანჯგალაძე და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ.

ვიდეო: „რუსულ საქმეზე ხომ არ გინდა შეგინება“?.. „გამომივიდა პატრიორტი.. როდემდე უნდა ატყუოთ ხალხი“ – დაპირისპირება ყაველაშვილსა და მანჯგალაძეს შორის 

მანჯგალაძის შეკითხვაზე: „არის თუ არა ივანიშვილის ხსენება შეურაცხყოფა“, მდინარაძემ მანჯგალაძეს მიმართა:

„შეურაცხყოფას თავი დაანებე, ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ აქ, გაგიტარე, ნუ ტლიკინებ“, – უთხრა მდინარაძემ მანჯგალაძეს.

მანჯგალაძემ ასევე იკითხა, თუ რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ გაგებით, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატოს, რის საპასუხოდაც მამუკა მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს „მოღალატე“ უწოდა.

პაატა მანჯგალაძემ კი განაცხადა:

„დაყენდი, ნუ უზრდელობ, შენ არავინ გეკითხება, რას ვიტყვი პარლამენტის სხდომაზე. რა არის შეურაცხყოფა, ივანიშვილის ხსენება არის შეურაცხყოფა? პუტინთან კუდის ქიცინი არ არის შეურაცხყოფა?

საქართველოს და ქართველ ხალხს რომ პუტინმა შეშლილები ეძახა, ეს გააპროტესტე? აი ეს არის ნამდვილი ღალატი და ნაძირლობა. არავის ეშინია თქვენი მუქარების. თქვენ არც ივანიშვილის ერთგულები ხართ. მასში ხედავთ ძალაუფლებას, საშოვარს, კომფორტს და ეს მოგწონთ, როგორც კი მას პრობლემა შეექმნება, პირველები იქნებით, ვინც მას უარყოფთ“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

„ქალბატონო თინა, ბატონო დავით, კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული“ – პაპუაშვილი ენმ-ის წევრებს, რომლებმაც პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გადმოფინეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები