LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსულ საქმეზე ხომ არ გინდა შეგინება“?.. „გამომივიდა პატრიორტი.. როდემდე უნდა ატყუოთ ხალხი“ – დაპირისპირება ყაველაშვილსა და მანჯგალაძეს შორის

499
ფორტუნა - 2023-05-30T132316.829

„ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს ფარისეველი უწოდა.

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

„რუსულ საქმეზე ხომ არ გინდა შეგინება?“, „რამდენმა ელჩმა უნდა დაგიდასტუროს, ვის შეეწერა ეგ გინება? “ – მიმართა მანჯგალაძემ ყაველაშვილს.

კამათის დროს ყაველაშვილმა მანჯგალაძეს უცენზურო სიტყვით მიმართა.

„წადი, აიღე იარაღი, აგერ არიან 30 კილომეტრში. 30 კილომეტრში არიან, წადი, თუ რამის თავი გაქვს და გააკეთე. გამომივიდა, ეს პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ეს ხალხი, ვინ ხართ თქვენ, უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულზე გინახავს სხვა დროშა?“ – მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.

„ქალბატონო თინა, ბატონო დავით, კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული“ – პაპუაშვილი ენმ-ის წევრებს, რომლებმაც პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გადმოფინეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g