პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და ფრაქციის წევრმა დავით ხაჯიშვილმა, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
აღნიშნულ ქმედებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ „ეს ფარისევლობაა“.
„ქალბატონო თინა, ბატონო დავით, გასაგებია თქვენი ნაბიჯი – არ ვიცი, რა დავარქვა. ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა განთავსებულია. თქვენ რასაც აკეთებთ – დაკეცილ დროშას „სკოჩით“ რომ აწებებთ, ეს, უპირველეს ყოვლისა, დროშის უპატივცემულობაა.
ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა განთავსებულია. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი. „სკოჩით“ რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ, იქნება ეს საქართველოს, თუ ევროკავშირის დროშა.
ეს არის ფარისევლობა და სინამდვილეში, დროშას კი არ სცემთ პატივს, ეს არის კერპთაყვანისმცემლობა, რითაც დაკავებული ხართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.